მე ვიცი რა არის კოვიდი: მამუკა ხაზარაძე

Your browser doesn’t support HTML5

მე ვიცი რა არის კოვიდი - ეს ინტერვიუების სერიაა. Gogi Gvakharia კვირაში ორჯერ ესაუბრება მათ, ვისაც აქვს ან ვისაც უკვე ჰქონდა კოვიდ-19, ასევე მათ, ვინც ოჯახის წევრი ან სხვა ახლობელი დაკარგა ამ ვირუსის გამო. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
  • რამდენად დაზარალდა “ლელოს” საარჩევნო კამპანია იმის გამო, რომ მის ლიდერს სწორედ არჩევნების წინ დაუდასტურდა კოვიდი?
  • რამდენად შეუშალა ხელი კოვიდმა მთლიანად, არჩევნებს? რომ არა კოვიდი, შეიძლებოდა თუ არა სულ სხვა შედეგები გვეხილა არჩევნებზე?
  • როგორ მუშაობდა იზოლაციის პროცესში, ჰქონდა თუ არა “ლელოს” გეგმა: თუკი არჩევნები გაყალბდებოდა, “ლელო” ბოიკოტს გამოუცხადებდა ახალ პარლამენტს.
  • გახდა თუ არა საქართველოში კოვიდი პოლიტიკური მანიპულაციებისა და სპეკულაციების საშუალება? ეთანხმება თუ არა ოპოზიციას, რომელიც ამტკიცებს, რომ შემოდგომაზე ხელისუფლებას სრულიად ჩამოეშალა ჯანდაცვის სისტემა?
  • ხელს უშლის თუ არა დღეს კოვიდი მასობრივ პროტესტებს? რას აპირებს ამ სიტუაციაში “ლელო”? გააგრძელებს მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან? რაში ხედავს მოლაპარაკებების აზრს?
  • აპირებს თუ არა “ლელო” გაერთიანდეს სხვა პარტიებთან? - ეს არის ძირითადი თემები, რაზედაც გოგი გვახარიამ და რატი თორდიამ ისაუბრეს.