ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი გაზაფხულზე ამბობდა, ჩვენ არ გვემუქრება ის, რაც იტალიაში მოხდაო.
რას ამბობს დღეს?
კოვიდი ბენო ქაშაკაშვილისთვის, ფაქტობრივად, წარსულია. მას ინფიცირება მარტის შუა რიცხვებში დაუდასტურდა. იმხანად კოვიდი ჩვენში ჯერ კიდევ ლამის “ეგზოტიკურ ვირუსად” ითვლებოდა, ამიტომ ბუნებრივია ის ინტერესი, რომელიც მედიას ჰქონდა ამ კონკრეტული შემთხვევის მიმართ, მით უმეტეს, რომ ბენო ქაშაკაშვილი საჯარო ფიგურაა - ცნობილი ალპინისტი, სასტუმრო “ვინოტელის” მფლობელი, მისი მეუღლე კი, რომელსაც კოვიდი ასევე დაუდასტურდა, -თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დირექტორი.
მედიაზე ნაწყენია. ამბობს, რომ მის ისტორიას გაუგონარი ინტერპრეტაციები მოაყოლეს. ამიტომ დეტალურად ჰყვება, როგორ და სად დაინფიცირდა, როგორი იყო მისი რეაქცია, როცა შეიტყო, რომ ავადაა. კოვიდთან ბრძოლის გამოცდილებას გვიზიარებს და ცდილობს დაიცვას თავისი პოზიცია, რომელიც გაზაფხულზე ჰქონდა - მაშინ ამბობდა, რომ საქართველოს არ ემუქრება ის, რაც იტალიაში მოხდა. ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ-ნაკლებად კარგად უმკლავდება პანდემიას.
ცხადია, ვკითხეთ, რამდენად დაზარალდა მისი ბიზნესი, მიაჩნია თუ არა, რომ ხელისუფლებამ დააგვიანა მკაცრი შეზღუდვების დაწესება და, საერთოდ, რამდენად გამართლებულად მიაჩნია ეს შეზღუდვები.