მე ვიდექი აქციაზე - Generation Z

Your browser doesn’t support HTML5

„უცხოელი აგენტების კანონის“ მიღების ამბავი საქართველოში აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ათასობით სტუდენტმა გააპროტესტა - მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაცია სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაშალა წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით, ახალგაზრდები აქციაზე მაინც ბრუნდებოდნენ და პროტესტს განაგრძობდნენ. რამდენიმედღიანმა უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო - პარლამენტმა კანონი უკან გაიწვია.

ამ ვიდეოში ანი, ნიკა, ელენე, სოფო, ნატა, ნიკა და სერგი ლაპარაკობენ თავისუფლებაზე, პატრიოტიზმზე, რუსეთსა და დასავლეთზე, ბრაზზე, შიშზე, და კიდევ იმაზე, რა სურთ მათ, როგორ საქართველოში უნდათ ცხოვრება.