„მე არ ვარ დიასპორა“
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დაიწყოს მათი მოსმენა და უზრუნველყოს მათი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„ჩვენ არ ვართ დიასპორა“ - ამ გზავნილით ეთნიკურად აზერბაიჯანელმა, სომეხმა და ბერძენმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს და გააპროტესტეს პარლამენტში შექმნილი ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომელიც დიასპორის კომიტეტის ქვეშ დაფუძნდა და არა ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თანასწორობის კომიტეტის ქვეშ.