მდუმარე მსვლელობა სამართლიანობისთვის
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ერთი წლის წინ მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას, რათა დამნაშავეები დაისაჯონ.
მდუმარე აქცია-მსვლელობა რუსთაველიდან დაიწყო.
მდუმარე აქციაში ზაზა სარალიძესთან ერთად ათობით ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის მონაწილეები 51-ე სკოლასთან შეჩერდნენ და სანთლები აანთეს.
ზაზა სარელიძის გვერდით ამჯერადაც იყო მალხაზ მაჩალიკაშვილი - პანკისში შარშანდელი სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.
ხორავას ქუჩა.
ეზოში, სადაც მკვლელობა მოხდა, ზაზა სარალიძემ მოკლული მოზარდების ფოტოები მიიტანა და სანთლები აანთო.
ზაზა სარალიძე მკვლელობის ადგილას.
აქციის მონაწილეებმა ეზოში, სადაც მოზარდები მოკლეს, სანთლები აანთეს.
ზაზა სარალიძე: „სანამ ფეხზე ვდგავარ, სანამ მეც არ მომკლავენ, გავაგრძელებ ბრძოლას!“