მეშვიდე დღეა ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე სკვერში, მათ კარვები აქვთ გაშლილი. შიმშილობის მეხუთე დღეს15 მოშიმშილე მაღაროელს ერთი გამოაკლდა - ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. „150-მდე მაღაროელს კი ქალაქის 13 სხვადასხვა ადგილი აქვს გადაკეტილი, რათა არ მოხდეს მარგანეცის გატანა“- ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა სამხარაძემ.
გაჩერებულია „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი 11-ვე მაღარო. 500მაღაროელი მუშაობის განახლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებს.
რა სურთ მაღაროელებს?
- ხელფასის 50% გაზრდა.
- მადნით დათვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა.
- ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესება.
- არავინ დაისაჯოს გაფიცვის გამო.
პაატა სამხარაძის განცხადებით, გაფიცულმა მაღაროელების მოთხოვნას,ხელფასის 50%-ით გაზრდის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ადმინისტრაცია არ დათანხმდა.
მოთხოვნების სანაცვლო „ჯორჯან მანგანეზმა“ გაფიცულებს ხელფასების 25%-იანი ზრდა შესთავაზა.
პაატა სამხარაძის განმარტებით, მაღაროელები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ, რადგან ეს ითვალისწინებდა ჯერ 15%-ის დარიცხვას და შემდეგ 10%-ის გადახდას ერთი წლის განმავლობაში.
რა პოზიცია აქვს "ჯორჯიან მანგანეზს"?
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კომპანიასა და პროფკავშირებს შორის გასულ წელს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულებს ხელფასი 10 %-ით გაეზარდათ, სანაცვლოდ კი, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების 3 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას.
შესაბამისად, „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ ამჟამინდელი გაფიცვით დასაქმებულებმა დაარღვიეს არა მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების პირობა, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების ყველა ნორმა.
Your browser doesn’t support HTML5
რის გამოც „ჯორჯიან მარგანეზი“, თითოეულ დასაქმებულს მიმართავს და აცხადებს, რომ„თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ. უკანონო გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არის კომპანიის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დასაქმებულის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, კომპანია იწყებს სასამართლოსა და სამართალდამცავებისთვის მიმართვის პროცესს“.
მედიისთვის მიწოდებული კომპანიის ეს შეტყობინება გაფიცულ მაღაროელებსაც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით 21 მაისის დილით მოიუვიდათ.
როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ერთ-ერთი გაფიცული მაღაროელი რომან კუპატაძე ამბობს.„ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან ეს ნაბიჯი თანამშრომლეთა დაშინების მორიგი მცდელობაა , „რათა გატეხონ საპროტესტო სულისკვეთება“, თუმცა მაღაროელები ამ გზავნილის გათვალისწინებას არ აპირებენ და საპროტესტო აქციას გადაგრძობენ. „მათ ვერ წარმოუდგენიათ რა დონის ვაჟკაცებთან აქვთ საქმე. ჩვენ ამ პროტესტს ბოლომდე მივიყვანთ“,- ამბობს რომან კუპატაძე.
მაღაროელთა სამუშაო პირობები - „ძილი კვება და შრომა“
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMC) წარმომადგენლები გაფიცულ მაღაროელებს კვირას 19 მაისს შეხვდნენ, როგორც ორანიზაციის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავიამბობს, მაღაროელებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა. მათ უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ხშირად ღირსების შემლახავ პირობებში. ეს განსაკუთრებით შეეხებათ მათ ვინც ვახტურ რეჟიმში მუშაობს.
„11-დან 7 მაღარო მუშაობს ვახტურ რეჟიმზე. რაც იმას ნიშნავს რომ, ამ მაღაროებში 24- საათიან რეჟიმში 2 ცვლაში მუშაობენ მაღაროელები. 15 სამუშაოდღის განმავლობაში ისინი ოჯახებს და საზოგადოებას არიან მოწყვეტილები. კომპანია ყველანაირად ცდილობს მოწყვიტოს თანამშრომლოები ოჯახებს, რომ მათარ მიიღონ ალკოჰოლი არ გაერთონ, რომ მაქსიმალურდ კონცეტრირებული იყვნენ სამუშაოზე. რომ მათ ჰქონდეთ მხოლოდძილი კვება და შრომა“,- ამბობს კოტე ერისთავი.
მისივე სიტყვებით, მაღაროელიები უკმაყოფილო არიან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლთა მუშაობითაც, ვინაიდან ამბობენ, რომ იქ ისინი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამუშავენებ მაღაროელებს.
რატომ მუშაობს კომპანია ვახტურ რეჟიმზე უცნობია, რადიო თავისუფლებას„ჯორჯიან მანგანეზში“ უთხრეს, რომ ეს ნორმალური რეჟიმია,იმ პირობებში, როცა მაღაროელებს სამჯერადი კვებით, საერთო საცხოვრებით და 15 -დღიანი დასვენებით კომპანია უზრუნველყოფს.
კოტე ერისთავის განმარტებით კი მთავრობამ უნდა შეისწავლოს რა ხდება შრომის ამ ბაზარზე. ამის მიხედვით უნდა დგებოდეს სახელმწიფო პოლიტიკა და კომპანიის რენტაბელობის მიხედვით უნდა იგეგმებოდეს ლიცენზირების საკითხები, რაც არ ხდება და შესაბამისად კოტე ერისთავის თქმით, „ჭიათურელებს აქვთ განცდა, რომ მიდის ქალაქის ყვლეფა და გარემოს განადგურება“.
სახელმწიფო და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“
მანგანუმის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ 2017 წლის მაისიდან სპეციალური მმართველი დაინიშნა, გარემოს დაცვის სამინისტროს ეს ნაბიჯი პასუხი იყო კომპანიის მიერ წლების განმავლობაში გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე. სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს კომპანიაში არსებული პრობლემების მოგვარება, მათ შორის ეკოლოგიური ზიანის შემცირების უზრუნველყოფა დაევალა.წლების განმავლობაში კომპანია გარემოზე მიყენებული ზიანის გამო ასობით მილიონი ლარით ჯარიმდებოდა.
თუმცა, როგორც „ევროული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი სერგი კაპანაძე ამბობს. კომპანიას ეს ჯარიმა არ გადაუხდია. „მაღაროების პრობლემაც ჭიათურაში დიდ ხანია არსებობს და ხელისუფლება მხოლოდ მერის არჩევნების წინ ჩაერია ამ პრობლემის ვითომ მოგვარებაში“.
სერგი კაპანაძე გულისმობს, „ქართული ოცნების“ ლიდერების ჩასვლას ჭიათურაში მერის არჩევნების კამპანიის დროს, როდესაც ისინი გაფიცულ მაღაროელებს შეხვდნენ. პარტიის წარმომადგენლებმა, შეხვედრის შემდეგ განცხადებაც გაავრცელეს და კომპანიას მაღაროელთა პრობლემების მოგვარების და მოთხოვნათა დაკმაყოფილებისკენ მოუწოდეს.
თუმცა, 17 მაისს გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ, ხელისუფლება „ჯორჯიან მანგანეზიასა“ და გაფიცული თანამშრომლების ურთიერთობაში აღარ ჩარეულა.
როგორც, სერგი კაპანაძე ამბობს„პრაქტიკულად სახელმწიფომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ხელში ჩაგდო , ჯერ ერთი იმით, რომ გამოუწერა დიდი ჯარიმები ეკოლოგიური ზიანისთვის რაც ამ კომპანიამ მიაყენა ჭიათურას 2013-17 წლებში. მერე ეს ჯარიმები არ გადაახდევინა და ხელში ჩაიგდო იმითაც, რომ დროებითი მმართველი შეიყვანა კომპანიაში. ასე რომ, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ჯორჯიან მანგანეზი დამოუკიდებელი კომპანიაა“.
სერგი კაპანაძის თქმით, მოდელი რომელიც ჭიათურაში მადნის მოპოვებასთან დაკავშირებით შექმნა ხელისუფლებამ პირდაპირ არის დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“
„სქემა გულისხმობს შემდეგ რამეს: კერძო კოოპერატივებს მანგანუმის ამოღების ნება დართეს. ღია კარიერული წესით მოპოვებული ეს მანგანუმი საშუამავლო კომპანიის გავლით მიდის „ჯორჯიან მანგანეზში“, რომელიც„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანის მიერაა შექმნილი. ეს არის ე.წ „რიჟა“ გიორგი კაპანაძე. მისი საშუამავლო ფირმა 1 ტონა მანგანუმს 75 დოლარად იბარებს და მერე„ჯორჯიან მანგანუმზე“ ჰყიდის 180- 250 დოლარად.ფული ილექება საშუამავლო კომპანიაში საიდანაც მიდის „ქართული ოცნების“ ყურაბაში, ისინი ოფიციალური შემომწირველები არიან „ქართული ოცნების“.
სერგი კაპანაძის თქმით, იურიდიულად სქემა აბსოლუტირად გამართულია, თუმცა ისიც ჩანს, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ მთავრობის მხრიდან დამოუკიდებელი კომპანია არ არის და პირიქით კომპანიას თავის სასარგებლოდ იყენებს.