მაღაროელი ბექა ბიწაძე მერვე დღეა ჭიათურის ცენტრში საპროტესტო აქციაზე დგას. მისი ძმა გიორგი მეექვე დღეა შიმშილობს. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შექმნილი სამუშაო პირობების პროტესტმა მუშები მაღაროებიდან ქალაქის ცენტრში აქციაზე ამოიყვანა.
ბექა ვახტურ რეჟიმზე მუშაობდა. რაც იმას ნიშნავს, გადაბმულად 15 დღე, დღეში 12 საათის განმავლობაში მაღაროდან ვერ გამოდიოდა. მაღაროდან ამოსულს კი სახლის ნაცვლად საერთო საცხოვრებლის სასადილო და შემდეგ იმავე საერთო საცხოვრებლის საწოლი ხვდებოდა.
„12 საათი მშიერი მუშა დაძრწოდა და მშიერი მუშა მუშაობდა მაღაროში“
„სანატორიუმში, რომ ვბრუნდებოდით საჭმელი ფაქტობრივად არ გვხვდებოდა. მაკარონზე აწყობილი მენიუ იყო, ისიც უხარისხო და გაფუჭებული. საუზმეზე იყო ყველიანი მაკარონი, ერთი პატარა ნაჭერი კარაქით და ჩაი, რამე ძეხვი თუ იქნებოდა ხანდახან. შუადღით წყალ-წვენა უმწვანილო სუფი. ხორცი თუ იყო - გაფუჭებული. მაგაზე გამწარდნენ ზუსტად ბიჭები 8 დღის წინ, ძვალს უდიოდა სუნი და ემატება და ემატება პრობლემები ერთმანეთს“,- ამბობს ბექა ბიწაძე.
ბექა ყვება, რომ მაღაროში სამუშაო პირობებიც მძიმეა, უსაფრთხოების დაცვა თავად მაღაროელებს უწვეთ, საწარმოში არ არის საკმარისი სამაგრი საშუალებები, რომ მაღაროელებმა გვირაბის გათხრის შემდეგ საყრდენი ძელები დაამაგრონ. ძველს ხსნიან და ახალ ადგილებში ამაგრებენ. პრობლემაასამუშაო ინსტრუმენტებიც, „დასწრებაზეა ვინ აიღებს ნაჯახს, ჩაქუჩს“,- ამბობს ბექა.„მაღაროები არ ნიავდება, მე რომელ მაღაროშიც ვმუშაობ იქ არის ვენტილაცია და ტყუილი გამომივა, რომ ვთქვა ჩვენთანაც იგივე პრობლემაა - მეთქი, მაგრამ ბევრ მაღაროშია გამონაბოლქვის პრობლემა. ვიწამლებით და ბავშებიც გვეწამლება“.
ბევრ მაღაროშია გამონაბოლქვის პრობლემა. ვიწამლებით და ბავშებიც გვეწამლება“.მაღაროელი ბექა ბიწაძე
მაღაროელთა პროტესტის გამო გაჩერებულია „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი 11-ვე მაღარო. 500 მაღაროელი მუშაობის განახლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებს. გადაკეტილია ქალაქიდან გასასვლელები და შესაბამისად,კოოპერატივების მიერ მოპოვებული მადანიც ქალაქიდან არ გადის. მაღაროელთა მოთხოვნები კი შემდეგია:
- ხელფასების მატება 30%-ით და რეორგანიზაციის შემდეგ +20%;
- უკეთესი ჯანდაცვის და სადაზღვეო პირობები მაღაროელებს და მათ ოჯახებს;
- მაღაროელთა უკეთესი კვება;
- მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა ქალაქის ტერიტორიაზე.
„ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროელთა გაფიცვას უკანონოს უწოდებს და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას აპირებს. თუმცა, კონკრეტულად რის, არ ზუსტდება. თავის მხრივ მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ ამ განცხადებას მუქარად და ზეწოლად აღიქვამენ.
Your browser doesn’t support HTML5
„ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ გაფიცვით დასაქმებულებმა დაარღვიეს არა მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების პირობა, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების ყველა ნორმა. არ გააფრთხილეს კომპანია გაფიცვის დაწყების შესახებ 21 დღით ადრე.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის მერაბ ლომინაძის თქმით, დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა და არსებობს „მყარი საფუძველი რათა გაფიცვას უკანონო ეწოდოს“. ის ხელფასების 50%-ით ზრდის მოთხოვნას „არაადეკვატურს და რეალობას ჩამოშორებულს“ უწოდებს და ამბობს, რომ 25%-იანი მომატება საწარმოს ადმინისტრაციის რეორგანიზაციის ხარჯზე შესასრულებლად რეალისტური წინადადება იყო. რასაც მაღაროელები არ დათანხმდნენ.
მერაბ ლომინაძის თქმით, ამოწურულია საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშრებული პრობლემაც. შეიცვალა კომპანია, რომელიც მაღაროელთა კვებას უზრუნველყოფდა.
ქალაქი და მარგანეცით დატვირთული სატვირთო მანქანები
სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნასთან ერთად, გაფიცული მაღაროელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქალაქში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების აკრძავაა. ამ მანქანებს „ჯორჯიან მანგანეზში“ და შემდეგ უკვე „ფეროშენადნობთა ქარხანაში“ გადააქვთ იმ კოოპერატივებისგან მიღებული მანგანუმი, რომლებიც მანგანუმს ღია კარიერული წესით მოიპოვებენ. დღეში სატვირთო ავტომობილებით 1000-დან 1500-მდე ტონა მანგანუმი გადაიზიდება.
ღაი კარიერებიდან და სატვირთო ავტომობილებიდან წამოსული მტვერი, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატკივარია.
Your browser doesn’t support HTML5
როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი მერაბ ლომინაძე განმარტავს, ერთი მხრივ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს რკინიგზასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მადნის გადასატვირთად სარკინიგზო ლიანდაგი იქნეს გამოყენებული.
ნაწილობრივ სარკინიგზო ლიანდაგით მადნის გადაზიდვა ახლაც წარმოებს, როგორც „რადიო თავისუფლებას“ საქართველოს რკინიგზაში უთხრეს, იმ შემთხვევაში თუ „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან სარკინიგზო გზის გამოყენების აუცილებლობა მომავალშიც იარსებებს ან მოთხოვნა გაიზრდება, რკინიგზის მხრიდან დაბრკოლებები არ იარსებებს.
საკითხის დეტალებზე „ჯორჯიან მანგანეზში“ არ საუბრობენ, ამ ჯერზე საუბარია სამთვიან ვადაზე, რა დროშიც „ჯორჯიან მანგანეზმა“ ერთი მხრივ საქართველოს რკინიგზასთან მოლაპარაკება უნდა დაასრულოს, მეორე მხრივ კონტრაქტორ მიმწოდებელ-გადამზიდავებთან სახელშეკრულებო პირობები შეცვალოს.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჭიათურის ახლადარჩეული მერი გივი მოდებაძე ამბობს, რომჯერჯერობით არსებობს კომპანიასა და ქალაქის მუნიციპალიტეტს შორის სიტყვიერი შეთანხმება იმის შესახებ, რომ ქალაქის ცენტრში სატვირთო ავტომანქანები აღარ ივლიან.
„საუბარია იმაზე, რომ სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება ე.წ. პლაცდარმის მშენებლობა სადაც კოოპერატივებიდან წამოსულ მადანს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჩაიბარებს, ამ პლაცდარმიდან რკინიგზის მეშვეობით მოხდება მადნის ტრანსპორტირება. ასევე კომპანია შეიძენს სპეციალურ მანქანებს, რომლებიც ქალაქის ქუჩებიდან მტვერს გადარეცხავს და ქალაქის ცენტრში „ჯორჯიან მანგანეზის“ ავტომობილები აღარ ივლიან“.
გივი მოდებაძის განცხადებით დაწყებულია ორ ადგილას საწყობის მშენებლობა, ერთი ეს არის საჩხერის მხრიდან ჭიათურაში შესასვლელი მონაკვეთი, დარკვეთთან, ხოლო მეორე ე.წ. წოფის ტერიტირიაზე. ჯერჯერობით გადაწყეტილი არ არის სად აშენდება მესამე საწყობი საიდანაც მადანს რკინიგზის გამოყენებით გადატვირთავენ.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ფინანსურ დანაკარგებზე საუბრობს
წინასწარი გათვლებით ყოველდღიური ზარალი არის მილიონი ლარი, ქვეყნისთვის ეს გახლავთ ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის შემცირება"ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორი მერაბ ლომინაძე
" წინასწარი გათვლებით ყოველდღიური ზარალი არის მილიონი ლარი, ქვეყნისთვის ეს გახლავთ ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის შემცირება და ვფიქრობ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მით უფრო დიდი იქნება ის დარტყმა, რასაც საქართველოს ეკონომიკა მიიღებს“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ 23 მაისს პრესკონფერენციაზე.
მისივე სიტყვებით თუ მაღაროელთა გაფიცვა არ დასრულდა და მანგანუმი ზესტაფონის „ფეროშენადნობთა ქარხანას“ არ მიეწოდა, ორშაბათიდან გაჩერდება ფეროშენადნობთა ქარხანაც.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით:
- ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულია 3214 თანამშრომელი;
- კომპანიის თანამშრომელთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 1002 ლარია. მუშა-მოსამსახურეებისხელფასი 924 ლარია;
- კომპანიის სახელფასო ფონდი თვეში საშუალოდ შეადგენს 3.143.000 ლარს, სადაც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ხელფასის წილი 21,1 %-ს შეადგენს, ხოლო მუშა-მოსამსახურეთა - 78,9 %-ს.
- ხელფასთან ერთად თანამშრომლები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტის და კვების შეღავათებით, რომლის ჯამური ხარჯი თვეში 610.000 ლარია;
- „ჯორჯიან მანგანეზის“ სადაზღვევო მომსახურებით 3116 თანამშრომელთან ერთად სარგებლობენ მათი ოჯახის წევრებიც.
- საოჯახო დაზღვევის პაკეტი თანამშრომელს, მის მეუღლეს და 25 წლამდე შვილების დაზღვევას ფარავს. სადაზღვევო მომსახურება ჯამში 8012 პირზე ვრცელდება, რაც წლის განმავლობაში კომპანიას 1.860.000 ლარი უჯდება.
მაღაროელთა გაფიცვა Human Rights Watch-ი პრიზმაში
21 მაისს საერთაშორისო უფლებამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვას გამოეხმაურა. ორგანიზაციამკომპანიასა და ხელისუფლებას მაღაროელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მოუწოდა, განცხადებაში საუბარია, შრომითი უფლებების დარღვევებზე და რომ მაღაროში არსებული შრომითი პირობები არ შეეფერება საერთაშორისოდ აღარებულ სტანდარტს. განსაკუთრებით გამოყოფილია ვახტურ რეჟიმში მყოფი მაღაროელების მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი პირობები.
მაღაროელთა გაფიცვა და ხელისუფლების შეფასება
ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმეპრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
" ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების ობიექტურ და სამართლიან მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება სამედიცინო მომსახურება, ადგილზე კვება და სხვა საკითხები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი შეფასებით, „ჯორჯიან მანგანეზი“ სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმოა ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია.
მამუკა ბახტაძე მხარეებს მოუწოდებს „რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე“.
მერვე დღეა ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ, მათგან 14 მაღაროელი ექვსი დღეა შიმშილობს. „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე სკვერში, მოშიმშილეთა კარვებია გაშლილი. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.