მაღაროელები ჭიათურიდან
Your browser doesn’t support HTML5
მაღაროელები ჭიათურაში, უკვე მე-10 დღეა, შიმშილობენ. მოშიმშილეთა რიცხვი 15-ს შეადგენს. მათგან სამმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური საპროტესტო აქცია, უკვე ორი კვირაა, მიმდინარეობს. აქციაში ჩართულია 3000-ზე მეტი მაღაროელი. კარვები გაშლილია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე სკვერში.
მაღაროელთა მოთხოვნებია:
ხელფასის მომატება 30%-ით (და რეორგანიზაციის შემდეგ +20%-ით);
ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესება;
მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა.