მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ხავერდოვანი რევოლუციის 30-ე წლისთავის წინ

Your browser doesn’t support HTML5

დაახლოებით მეოთხედმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა შაბათს პრაღაში გამართულ დემონსტრაციაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ იყო მიმართული. დემონსტრაცია გაიმართა ხავერდოვანი რევოლუციის 30-ე წლისთავის წინა დღეს. 16 ნოემბრის დემონსტრაცია ბაბიშის წინააღმდეგ მიმართული მეორე მასობრივი საპროტესტო გამოსვლაა. დემონსტრანტთა აზრით, მილიარდერი ანდრეი ბაბიში საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. 64 წლის ბაბიშს ჩეხეთში თაღლითობასა და ინტერესთა კონფლიქტში ედება ბრალი. მის წინააღმდეგ ასევე გამოძიება მიმდინარეობს ევროკავშირში. ის უარყოფს დანაშაულს.