"მან [იუსტიციის მინისტრმა] დაიკავა პირდაპირ ციხის ადმინისტრაციის მხარე. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ციხეთა სისტემაში ბატონ მიხეილ სააკაშვილს ემუქრება სიცოცხლისთვის დამაზიანებელი საფრთხე. შესაბამისად, ვფიქრობ აქ გამოსაყენებლია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 39-ე წესი, რაც გულისხმობს უკვე არა მარტო ჯანმრთელობის მდგომარეობით გადაუდებელ ზომას, არამედ უსაფრთხოების მდგომარეობითაც გადაუდებელ ზომას", - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
მარიამ ჯიშკარიანი - "ჩვენ ყველანი მოშიმშილე პატიმარზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და წამების მოწმე გავხდით"
Your browser doesn’t support HTML5
"იუსტიციის მინისტრი არ დაელოდა სასამართლოს და პირდაპირ განაცხადა, რომ მან [მიხეილ სააკაშვილმა] შეურაცხყოფა მიაყენა ციხის საავადმყოფოს პერსონალს და დააზიანა ძვირადღირებული ტექნიკა", - აღნიშნავს მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი.