"აფხაზეთიდან წამოსული პაციენტები სჭარბობენ სამხრეთ ოსეთიდან წამოსულთა რიცხვს"

13 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ორჟონია, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯებზე. IDFI-მ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია რეფერალური პროგრამის შესახებ და დაადგინა, რომ 2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა თითქმის 17 მილიონი ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო. 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3595), ვიდრე ოსი (2650). 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა.

Your browser doesn’t support HTML5

მარიამ ორჟონია "დილის საუბრებში"