მარიამ თუთბერიძე: "სახელმწიფო ძირითადად მომხმარებელთა დასჯაზეა ორიენტირებული"

4 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ თუთბერიძე, IDFI-ს პროექტის მენეჯერი. მან ილაპარაკა ნარკოდანაშაულის სტატისტიკის ანალიზზე, რომელიც აჩვენებს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 34%-ით იკლო სისხლის სამართლის ნარკოდანაშაულის რეგისტრირებულმა შემთხვევებმა. 2013 წლიდან 2017 წლამდე სამჯერ შემცირდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობა. მარიამ თუთბერიძემ აღნიშნა, რომ მკვეთრად კლების დინამიკაა ნარკოტესტირებაზე გადაყვანის მაჩვენებლებში: 2014 წელს - ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი პირების რაოდენობა 50 ათასს აჭარბებდა, 2017 წელს 11653 იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოიმატა ნარკოტიკული შემოწმების დადებითი პასუხის პროცენტულმა მაჩვენებელმა. თუკი 2014 წელს შემოწმებულების 27,5%-ს უდგინდებოდა ნარკოტიკის მოხმარება, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 49,4%-მდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტესტირებებით არ ხდება ნარკომომხმარებლისა და ნარკოდამოკიდებულის დიფერენცირება. გამოკვლევის ავტორები თვლიან, რომ კითხვებს აჩენს ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებულთა სტატისტიკა: "მივდივართ იქამდე, რომ სახელმწიფოს მუშაობა ძირითადად მომხმარებელთა დასჯაზეა ორიენტირებული, რაც მის მიერვე გაცხადებულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას ეწინააღმდეგება", - ამბობს მარიამ თუთბერიძე.

Your browser doesn’t support HTML5

მარიამ თუთბერიძე ნარკოდანაშაულის სტატისტიკაზე