"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამოაქვეყნა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში, რომელშიც შეფასებულია ადამიანის უფლებების დარღვევებზე სხვადასხვა უწყების რეაგირების ხარისხი და მართლმსაჯულების ეფექტიანობა. ანგარიშის ავტორები მომოიხილავენ საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომლებმაც გააუარესეს ან გააუმჯობესეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი ქვეყანაში. სხვა პრობლემებს შორის, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ასახელებს იმას, რომ სასამართლო სისტემა ვერ აკმაყოფილებდა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის საერთაშორისო სტანდარტს; არ გაუმჯობესებულა დაზარალებულის საპროცესო უფლებრივი მდგომარეობა. დოკუმენტში აგრეთვე წაიკითხავთ 2018 წელს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობაზე. ანგარიშის ავტორი, მარიამ ზაქარეიშვილი ლაპარაკობს დეტალებზე "დილის საუბრებში":
Your browser doesn’t support HTML5