მარგერიტ იურსენარი, ადრიანეს მოგონებები

Your browser doesn’t support HTML5

რადიო „თავისუფლების“ პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს დიდ ბელგიელ მწერალზე, საფრანგეთის აკადემიის პირველ ქალ წევრზე, შესანიშნავ მწერალზე, მარგერიტ იურსენარზე (ქალიშვილობის გვარია კრეიანკური, „იურსენარი“ ნამდვილი გვარის ანაგრამაა).

ბელგიაში დაბადებული იურსენარი ამერიკაში გადავიდა 1939 წელს, იქაური მოქალაქეობა მიიღო 1947 წელს და იქვე გარდაიცვალა. ამერიკაში მწერალმა იყიდა მენის შტატში სახლი. აქ დაიწერა პირველი იმ რომანებიდან, რომელმაც იურსენარს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა — „ადრიანეს მოგონებები“ (1951).

ეს ნაწარმოები ჟანრის კლასიკად იქცა ჯერ კიდევ მწერლის სიცოცხლეში. რას ნიშნავს „კარგი“ იმპერატორი, რა არის იმპერია, როგორ ხედავს სამყაროს (ჰორიზონტალს), დროსა და ისტორიას (ვერტიკალს) მსოფლიოს ფაქტობრივი მბრძანებელი... ბევრ საინტერესოს წააწყდება მკითხველი ამ ბრწყინვალე ავტორთან.