მამუკა ბახტაძე მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე
Your browser doesn’t support HTML5
პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის, თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომლისთვისაც ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი ორ დღეში განიხილავს, ორ-სამ კვირაში შეიცვლება, რადგანაც, ბახტაძის თქმით, იგეგმება მთავრობის სტრუქტურული ცვლილება „მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში“. საუბარია არსებული 14 სამინისტროს შემცირებაზე 11 სამინისტრომდე.