სუსში მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხეს
Your browser doesn’t support HTML5
5 საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით კითხავდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილს კონტრტერორისტულ ცენტრში. მისი თქმით, შეკითხვები ეხებოდა მის მიერ მაისში აქციაზე გაკეთებულ განცხადებას. მაშინ მან თქვა, რომ შეფიცულებთან ერთად აპირებდა სუსის შენობაში მისვლას და თავის აფეთქებას. ის და მისი ადვოკატი ამბობენ, რომ აქციაზე გაკეთებული განცხადება ემოციურ ფონზე იყო ნათქვამი და ის სიმართლეს არ შეესაბამება.