მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ამერიკელების მონაწილეობაზე

Your browser doesn’t support HTML5

როდესაც გვესმის პირადად ჩემს მიმართ კონსორციუმის მხრიდანაც ბრალდებები, რომ ამერიკელი ინვესტორის სასარგებლოდ თითქოს გავაგდე ყაზახი ინვესტორი და ამავდროულად, უშუალოდ კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლისგან (გვესმის) ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა, რომ ამერიკელები ვიხილოთ შავ ზღვაზე, უბრალოდ არათავსებადია ერთმანეთთან. ალბათ, ერთ ლოგიკაში, ერთ ხაზზე უნდა შეთანხმდნენ. რა თქმა უნდა, ამერიკელების ადგილი არის არა მარტო შავ ზღვაში, არამედ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობა გაცდა სტრატეგიული ურთიერთობის ფარგლებს - ეს არის გრძელვადიანი ისტორიული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის; და, რა თქმა უნდა, ასეთ პროექტში, როგორიც არის პორტი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ამერიკელი ინვესტორები არიან მისასალმებელი ამ პროექტში“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. მანამდე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებდა, რომ მთავრობამ მისასალმებელი წერილი არ გაუგზავნა ანაკლიის პორტის ამერიკელ ინვესტორს. მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა „მთავარი არხის“ გადაცემაში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან 2017 წელს მოისმინა სიტყვები: „მოდი, შევეშვათ ანაკლიას... რა უნდა ამერიკას შავ ზღვაზე?“.