„მადლობა, საქართველო!“ - ნატოს მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს მადლობას უხდიან

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს მისიის მონაწილე სხვა ქვეყნების სამხედროები მადლობას უხდიან.

ვიდეოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

11 დეკემბერს, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმისას ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას ნოემბრიდან ასრულებს. ქართველი სამხედროები ბაგრამის ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში მსახურობენ.