რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური
„რა სჭირს იმ ძროხას?“ ეკითხება ბელარუსის ავტორიტარი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აშკარად უხერხულობაში მყოფ ოფიციალურ პირს. "ცოცხალ-მკვდარია".
ეს კლიპი, რომელიც პროსამთავრობო ანგარიშმა გააზიარა და რომელშიც ჩანს, რომ ლუკაშენკა რეგიონულ ჩინოვნიკებს ამუნათებს ფერმის მდგომარეობის გამო, ათასობით იყო გაზიარებული ჩინეთის საკუთრებაში მყოფ სოციალურ მედიაპლატფორმა „ტიკტოკზე“.
ხან სასაცილო, ხან კი - შემაშინებელი ვიდეო ასახავს ნაცნობ ვითარებას ყველასთვის, ვინც კი ოდესმე უფროსს დაუტუქსია.
26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბელარუსის პროსამთავრობო ძალებმა მიზანმიმართული ძალისხმევა წამოიწყეს „ტიკტოკზე“ ახალგაზრდების მოსახიბლავად. მათ ახსოვთ ახალგაზრდების უპრეცედენტო პროტესტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
ასევე ნახეთ საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტია ლუკაშენკას არჩევნებს აკვირდებამაშინ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში და გააპროტესტა არჩევნების შედეგი, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები გაყალბებულად მიიჩნევენ. უშიშროების ძალებმა სასტიკი დარბევით უპასუხეს, დააკავეს 30 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ბევრი წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ლაპარაკობდა პატიმრობაში ყოფნის დროს.
ლუკაშენკას ბელარუსში პოლიტიკური ოპოზიცია ჩახშობილია, მედია კონტროლდება სახელმწიფოს მიერ და მოქალაქეები განიცდიან ეკონომიკურ ზეწოლას და შეზღუდულ პიროვნულ თავისუფლებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოქმედი პრეზიდენტი თითქმის უეჭველად გაიმარჯვებს არჩევნებში ზედიზედ მეშვიდე ვადით.
ასევე ნახეთ ლუკაშენკა მეშვიდედ? - 26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართებაორთქლის გამოსაშვები პლატფორმა
შეზღუდვების მიუხედავად, „ტიკტოკი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბელარუსში. მისი მომხმარებელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა 2022 წელს 3,08 მილიონიდან 2024 წლის დასაწყისში 5,36 მილიონამდე და ბელარუსის 9,4-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი შეადგინა. სხვადასხვა ასაკისა და ცხოვრების ყველა ფენის ბელარუსები „ტიკტოკს“ ხმოვან დაფად იყენებენ, ლაპარაკობენ მაღაზიებში არსებულ ფასებზე, სახელმწიფო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხსა და იმაზე, თუ რას ასწავლიან ბავშვებს სკოლებში.
ნატალია პიატკევიჩმა, ლუკაშენკას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, „ტიკტოკი“ შეადარა „ბირთვულ იარაღს“, რომელიც საშუალებას აძლევს რეჟიმს უპასუხოს თავისი მოქალაქეების საჩივრებს. „შემთხვევების 70-80 პროცენტში ამ პრობლემების თავიდან აცილება ადრეულ ეტაპზე შეიძლებოდა”, - თქვა მან.
ყველაზე ცნობილი პროსამთავრობო ანგარიშები „ტიკტოკზე“ 2023 წლის ზაფხულში გაჩნდა. First News, რომელსაც 211,000 გამომწერი ჰყავს, აქვეყნებს კლიპებს, სადაც ლუკაშენკა ქვეყანას ათვალიერებს და ცხოვრებისეულ საკითხებზე ლაპარაკობს.
კიდევ ერთი არხი, Lukashenko Top, 40 000-მდე გამომწერით, აზიარებს პრეზიდენტის ბოლო პოლიტიკური გამოსვლებისა და განცხადებების კლიპებს. საქმეში ჩაერთო ქვეყნის სახელმწიფო მედიაც, რომელიც ძირითადად იმ ახალ ამბებს აშუქებს, რომლებიც მთავრობის პროპაგანდას ესადაგება.
პროპაგანდის მკვლევარმა ირინა სიდორსკაიამ თქვა, რომ ეს ანგარიშები „არ წერენ დასავლეთზე ან ბელარუსის ოპოზიციაზე“. ამის ნაცვლად, ისინი უბრალოდ „აჩვენებენ [როგორია] ბელარუსი და შემდეგ ადიდებენ ხელისუფლებას ამისთვის“.
ასევე ნახეთ ბელარუსში მშობლებს, რომლებიც ლუკაშენკას უპირისპირდებიან, ბავშვებს ართმევენ"ჩვენ ვირჩევთ სტაბილურობას"
ისინი არსებითად ფოკუსირებულია ორ მთავარ თემაზე, თქვა სიდორსკაიამ: „ჩვენ ვირჩევთ სტაბილურობას“ - ლუკაშენკას მესიჯს მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა 1994 წელს - და „ბელარუსი ჩვენი სახლია“.
გაურკვეველია, რამდენ ბელარუსს სწვდება ეს ანგარიშები. „ტიკტოკის“ ანალიტიკური პლატფორმა exolyt-ის თანახმად, First News-ის მიმდევრების მხოლოდ 40 პროცენტი მოდის ბელარუსიდან. დანარჩენები ძირითადად მოლდოვიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან არიან. ანალოგიურად, „პროსტოპერვის“, კიდევ ერთი პროსამთავრობო ანგარიშის მიმდევრების მხოლოდ 30 პროცენტი მოდის ბელარუსზე.
„სხვა ქვეყნებზე მომხმარებლების საეჭვოდ მაღალი რაოდენობა მოდის, - გვითხრა მედიის ანალიტიკოსმა მიხაილ დაროშევიჩმა, - ეს შეიძლება მიუთითებდეს გამომწერთა ყიდვაზე”. ზოგი კომპანია 100 გამომწერზე დაახლოებით 50 ცენტს იხდის.
„ტიკტოკისთვის“ ეს პირველი შემთხვევა არ იქნება. 2024 წლის ნოემბერში რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ, „ტიკტოკმა“ წაშალა 66 000-ზე მეტი ყალბი ანგარიში, 7 მილიონი ყალბი მოწონება და 10 მილიონი ყალბი მიმდევარი. ეს ანგარიშები ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ მოქმედებდნენ, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა.
ასევე ნახეთ როდის და როგორ ხელისუფლებებს არ აღიარებენ დასავლური ქვეყნები? არაღიარების მიზეზები და შედეგებირუმინეთის სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, დაახლოებით 25,000-მა ანგარიშმა დაიწყო ჯორჯესკუს კამპანიის პოპულარიზაცია არჩევნებამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე, რამაც გამოიწვია ეჭვები მისი სოციალური მედიის ავთენტიკურობაში. რუსეთის ჩარევის ბრალდებებით, ევროკომისიამ დაიწყო ფორმალური პროცესი „ტიკტოკის“ წინააღმდეგ მისი სავარაუდო წარუმატებლობის გამო, რომ „სათანადოდ შეეფასებინა და შეერბილებინა სისტემური რისკები არჩევნების სამართლიანობაზე“.
ბელარუსის ხელისუფლება, როგორც ჩანს, მზად არის, რომ მათ ანგარიშებს წაშლიან - პროსამთავრობო ოპერატორები ქმნიან რამდენიმე კლონ ანგარიშს ოდნავ განსხვავებული მომხმარებლის სახელებით. ეს სტრატეგია, მედიაანალიტიკოს დაროშევიჩის აზრით, სარეზერვო ვარიანტებს უზრუნველყოფს, თუ „ტიკტოკი“ ძირითად ანგარიშებს გააუქმებს.
ასევე ნახეთ „როცა გარიგებაზე მიდიხარ ეშმაკთან, რომელიც კრემლში ზის“ - აუსტრევიჩიუსი ბელარუსისა და საქართველოს შესახებშეზღუდული გავლენა
მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი იზრდება, ექსპერტები თანხმდებიან, რომ რეჟიმის „ტიკტოკის“ სტრატეგია დახვეწილი არ არის. „ისინი ქმნიან გამარტივებულ ნარატივს: ჩვენ ყველაფერი კარგის მომხრე ვართ და ყველაფერი ცუდის წინააღმდეგი“, - ამბობს სიდორსკაია. „ისინი არ მუშაობენ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან“.
პავლუკ ბიკოვსკი, უფროსი ანალიტიკოსი Media IQ-ში, არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც მედიამონიტორინგს ეწევა, ასევე ეჭვობს, რომ რეჟიმის პროპაგანდა „ტიკტოკზე“ ეფექტიანია. განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მიმართებით. „შესაძლოა [სახელმწიფო მედიას] არ ესმის ტიკტოკის პლატფორმის სპეციფიკა“, - თქვა მან და „ალბათ მათ არ ესმით ახალგაზრდებთან მუშაობის სპეციფიკაც“.
თუმცა ბევრი პროსამთავრობო ანგარიში ხვდება, რომ მხოლოდ პოლიტიკით შორს ვერ წავა. ისინი გასართობ კლიპებს და მუსიკასაც აზიარებენ - საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრეც კი.
ჯერჯერობით არჩევნებს იშვიათად თუ ახსენებენ. პოლიტოლოგ ალექსანდრ კლასკოვსკის აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ „პროპაგანდისტებსაც კი ესმით, რომ არჩევნები სპექტაკლია“.
„აქცენტი კეთდება იმ ფაქტზე, რომ ლუკაშენკას კონკურენტები უხილავი არიან... რომ ის უნიკალურია“, - თქვა კლასკოვსკიმ. აქცენტი კეთდება არა [არჩევნებზე]... არამედ ადამიანზე, მის შეუცვლელობაზე.
ერთ-ერთ პროსამთავრობო ვიდეოში ლუკაშენკა ახსენებს არჩევნებს, მაგრამ ამბობს, რომ „არ არის საჭირო მათში ჩართვა“. ამ ვიდეოს დაახლოებით 500 ნახვა აქვს, მას დიდი ყურადღება არ დაუმსახურებია.