ლელა კუკავა: ამ ქვეყანას სიკეთე მინდა დავუბრუნო

Your browser doesn’t support HTML5

ლელა კუკავა უკვე 21 წელიწადია ოჯახთან, ორ შვილთან ერთად პრაღაში ცხოვრობს.

ლელას ბისტროს Fair Food Club-ი ჰქვია და ის ცენტრში, კარლის მოედანთან, უნივერსიტეტთან მდებარეობს. მისი ხაჭაპურის გემო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც და პროფესორებმაც იციან. ლელა კუკავა ჯანსაღი კვების გარდა ოჯახურ გარემოს ახვედრებს სტუმრებს.