"ფულის გავლენა პოლიტიკაზე აუცილებლად შეზღუდული უნდა იყოს"

"მეორე ტურისთვის საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება იქონიოს არჩევნების შედეგებზე", - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", რომელმაც დღეს გამოაქვეყნა მეორე შუალედური ანგარიში საარჩევნო კამპანიის ფინანსებსა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დაფინანსებასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე "დილის საუბრებში" ლაპარაკობს ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი. მისი თქმით, ორგანიზაციას ამ დროისთვის საშუალება ჰქონდა დაკვირვებოდა ფინანსურ შემოწირულებებს, რომელთა საერთო ოდენობა დაახლოებით 11 მილიონი ლარია, საიდანაც დაახლოებით 9 მილიონი ლარი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს შეწირეს. ლევან ნატროშვილი აგრეთვე განმარტავს როგორც ადმინისტრაციული რესურსების რაობას, აგრეთვე აღწერს ხელისუფლების წარმომადგენელთა იმ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს, რომლებიც სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს და ინტენსიური გახდა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ.

Your browser doesn’t support HTML5

ლევან ნატროშვილი საარჩევნო ფინანსებსა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე