ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ფინანსები კამპანიისთვის

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე დიდი ფინანსური შემოსავალი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო – 4­­ 145 207 ლარი, რაც სამჯერ მეტია პოლიტიკური დაფინანსების მიხედვით მეორე ადგილზე მყოფი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შემოსავალზე (1 360 023 ლარი). მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე - 864 046 ლარით. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა "დილის საუბრებში" აღნიშნა, რომ მიმდინარე არჩევნების მთლიანი დაფინანსება ბევრად ჩამოუვარდება წინა არჩევნებისას და ამ განსხვავებას მიმდინარე და წინა რამდენიმე არჩევნების პოლიტიკურ მნიშვნელობას შორის განსხვავებით ხსნის. ლევან ნატროშვილი ლაპარაკობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზეც, რაზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ასევე მოამზადა წინასაარჩევნო ანგარიში.

Your browser doesn’t support HTML5

ლევან ნატროშვილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და შემოწირულებებზე