ლევან კახიშვილი ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებაზე

Your browser doesn’t support HTML5

COVID-19-ის გავრცელების ფონზე საქართველოს აზერბაიჯანული თემი არაერთხელ აღმოჩნდა ქსენოფობიური გამოხატვის სამიზნე. ამ თემაზე რადიო თავისუფლება ბოლოს სულ ორიოდე დღის წინაც წერდა - იმის შესახებ, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარს მოჰყვა. ლევან კახიშვილი ბლოგით გამოეხმაურა საკითხს:
COVID-19-ის გავრცელების ფონზე საქართველოს აზერბაიჯანული თემი არაერთხელ აღმოჩნდა ქსენოფობიური გამოხატვის სამიზნე. ამ თემაზე რადიო თავისუფლება ბოლოს სულ ორიოდე დღის წინაც წერდა - იმის შესახებ, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარს მოჰყვა.
პოლიტიკის ანალიტიკოსი და ონლაინ გამოცემის „სიგნუმის“ დამფუძნებელი ლევან კახიშვილი ბლოგით გამოეხმაურა აჟიოტაჟს, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ფეისბუკის პოსტს მოჰყვა. ის რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ მისი მიზანი არა მხოლოდ ერთი ადამიანის პოზიციის, არამედ საქართველოს საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებულ განწყობების პრობლემურობის გამოკვეთა იყო: