ლევან ვასაძემ „ერთობა, რაობა, იმედი“-ს პრეზენტაცია გამართა
Your browser doesn’t support HTML5
ულტრანაციონალისტმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თავის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ საჯარო პრეზენტაცია გამართა თბილისში 9 აპრილის ბაღში.
შეკრებილ თანამოაზრეებს მან საკუთარი ოჯახი წარუდგინა, სამოქმედო გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა სულ მალე გადაიქცევა პარტიად და ხალხის მხარდაჭერით შეცვლის „გამოუვალ ვითარებას“ საქართველოში.