ლევან ახვლედიანი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გეგმაზე

Your browser doesn’t support HTML5

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ მათ აქვთ ალტერნატიული გეგმა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან ფულის მოზიდვის კუთხით, რაც ჩაანაცვლებს ამჟამად ჩიხში შესულ მოთხოვნას ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით. ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევა მსხვილი ბანკების ის ერთადერთი მოთხოვნაა 8-პუნქტიანი მოთხოვნათა ნუსხიდან, რომელზეც უარს აცხადებს საქართველოს მთავრობა. გეგმა სექტემბერში გახმაურდება.