ლევან ავალიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის გაწეული ხარჯის პრობლემურობაზე

Your browser doesn’t support HTML5

ორიოდე დღის წინ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამოაქვეყნა ანგარიში - „პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯები“. ამ ინფორმაციამ საზოგადოების ინტერესი და დისკუსია ცოტათი უფრო ადრე, ამბის მედიით გაშუქების შემდეგ გამოიწვია. სოციალური ქსელების მომხმარებლები მსჯელობდნენ იმის თაობაზე - უნდა დახარჯულიყო თუ არა 2 მილიონზე მეტი ლარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისთვის ანტიკვარული და სხვა ნივთების შესაძენად. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად იმაზე მეტი ინფორმაციაა საჭირო, ვიდრე მხოლოდ მთლიანი თანხის ოდენობა, ან თავად ნივთების რაობა. IDFI-მ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა ყველა იმ უწყებიდან, რომელიც ჩართული იყო ნივთების შეძენის პროცესში. ყველაფერი კი დაიწყო მიმოწერით. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ლევან ავალიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ყვება: „პროცესი ასე წარიმართა: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა კონკრეტული საგნების შესყიდვა. ეს არ არის მხოლოდ ანტიკვარიატი. ეს არის კეთილმოწყობის ხარჯები და ეს თანხა დაიხარჯა არა მხოლოდ ანტიკვარულ ნივთებზე, არამედ ჩვეულებრივ ავეჯზეც. ეს არც ისე იაფი დაჯდა. მთლიაობაში დაახლოებით 700 ათასი ლარი დაიხარჯა მთელი ავეჯის, სანათი საშუალებების და სხვა საგნების შესყიდვაში. როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩაატარა მცირე მოკვლევა. შესაბამისად მიმართა სახელმწიფო დაცვის სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაცვას და მის ქვეშ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც ყიდულობს ასეთ რაღაცებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული ამხელა ხარჯის გაწევა, ამ უწყებებმა მიმართეს მთავრობას. მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყო ეს თანხა - დაახლოებით 2 მლნ 800 ათასი ლარი და მერე უკვე მოხდა შესყიდვა ამ ნივთების. ამ პროცესში გარკვეულ პერიოდში ჩაერთო ეროვნული მუზეუმი - რადგან საქმე ეხებოდა ანტიკვარულ ნივთებს, აუცილებელი იყო კომისიის შექმნა და შეფასება რამდენად ღირებული იყო ესა თუ ის საგანი. კომისიაც მოიწვიეს და აღმოჩნდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართეს, მაგრამ არ ჩაერთნენ. მათაც მოვთხოვეთ ინფორმაცია. 2 მილიონ 800 ათასი ლარიდან დაიხარჯა 2 მილიონ 100 ათასი“. ლევან ავალიშვილი იხსენებს მთავარ არგუმენტს, რის გამოც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაცია არა ავლაბრის არამედ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში განთავსდა: „ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რატომაც პრეზიდენტ სააკაშვილის დროს აშენებული რეზიდენცია დაცარიელდა, იყო, რომ ასეთი სასახლის შენახვა ძალიან ძვირი ჯდება და მოდი, უფრო მოკრძალებულში გადმოვიდეთ. მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაც სწორედ ამაზე იყო... ახლა გვაქვს ორი რეზიდენცია, ორი პარლამენტის შენობა, გვაქვს რიყეზე შვიდი წელი მიგდებული საგამოფენო სივრცე, რომელიც 80 მლნ ლარი დაჯდა თავის დროზე და ასე ჟანგდება. ბრძოლა შენობებთან ცოტა ირაციონალური მგონია, ვიდრე რაციონალური“. IDFI-ს პროგრამების დირექტორი თვლის, რომ პასუხისმგებლობის მხოლოდ პრეზიდენტზე დაკისრება არასწორია: „ეს კოლექტიური გადაწყვეტილება იყო. ბოლო-ბოლო, მთავრობამ განიხილა ეს საკითხი. ეს არის კოლეგიური ორგანო. იქ არის პრემიერმინისტრი, ყველა მინისტრი. მათ ჩახედეს ამას. მათ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს თანხა და რეალურად აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეისყიდა ეს ყველაფერი და ჩათვალა, რომ ეს არ არის პრობლემა. ხელისუფლების ყველა რგოლია ჩემი აზრით, ამ პროცესის მონაწილე და დავამატებ კიდევ პარლამენტის როლს. მისი ფუნქციაა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი“. ლევან ავალიშვილი თვლის, რომ სარეზერვო ფონდებზე შესყიდვების წესისა და პროცედურების გაუვრცელებლობა ტოვებს დიდ სივრცეს მინიმუმ პასუხგაუცემელი შეკითხვებისთვის. IDFI-ს რეკომენდაციაა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ძვირადღირებული ნივთების შეძენის საკითხით დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ორგანიზაცია წლებია ითხოვს ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობისა და კეთილმოწყობისთვის გაწეულ ხარჯებზე ინფორმაციას, თუმცა მას დღემდე საიდუმლო გრიფი ადევს. ლევან ავალიშვილი შეგვახსენებს აგრეთვე, რომ სარეზერვო ფონდების ხარჯვა სხვა მხრივაც არის პრობლემური: „მაგალითად, ყოველ წელს ვიცით, რომ 26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ყოველ წელს ხორციელდება რაღაც ღონისძიება. ეს თანხა ყოველ