ლგბტ უფლებადამცველები ითხოვენ წულუკიანის გადადგომას

Your browser doesn’t support HTML5

ლგბტ უფლებადამცველები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ და გმობენ განცხადებას, რომელიც მინისტრმა 10 ივნისს გააკეთა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. თეა წულუკიანმა ილაპარაკა რეფორმაზე, რომელიც უკავშირდება ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის ჩანაწერის შეცვლას: „ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანები, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად”, - თქვა იუსტიციის მინისტრმა. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მინისტრის ჰომოფობიური განცხადებები მათთვის მიუღებელია და რეფორმა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ბევრ პრობლემას აღმოფხვრის, ხელოვნურად არის შეფერხებული.