ლაშა აბესაძე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის აუცილებლობაზე

Your browser doesn’t support HTML5

26 ივნისს, ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „ახალი ვექტორის“ რუსთავის რესურსცენტრის კოორდინატრორმა ლაშა აბესაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება პრიორიტეტული უნდა იყოს როგორც სახელმწიფოსთვის, ისე თითოეული ოჯახისთვის, თუმცა იმის მიუხედავად, როგორ იმუშავებს თითოეული ინსტიტუცია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ და მათ მიმართ სწორი მიდგომები უნდა შემუშავდეს.