ლადო აფხაზავას ვარსკვლავი გაუხსნეს
Your browser doesn’t support HTML5
ლადო აფხაზავა ჩიბათის საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობით დახვდნენ და სიმბოლური ვარსკვლავი გაუხსნეს. 27 მარტს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში გამართულ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) ათ ფინალისტს შორის იყო დასახელებული. დაჯილდოების ცერემონია 24 მარტს დუბაიში გაიმართა და ჯილდოს მფლობელი გახდა მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი კენიიდან.