კურორტ წყალტუბოს ძველი დიდება და ბუნდოვანი მომავალი

ქუთაისის მახლობლად მდებარე წყალტუბო (2020 წლის ფოტო) ერთ დროს ცნობილი იყო თავისი სამკურნალო წყლით და ელეგანტური სანატორიუმებით.

წყალტუბოს აბანო საბჭოთა პერიოდში

წყალტუბოს მინერალური წყალი შეიცავს რადონს, რადიოაქტიურ გაზს, რომელიც ზოგან, მაგალითად, აშშ-ში ჯანმრთელობისთვის სარისკოდ მიიჩნევა, მაგრამ ევროპაში მას მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

წყალტუბოს აბანოს ფრიზი იოსებ სტალინის გამოსახულებით.

მოზაიკიანი კერძო აბანო, სადაც სტალინი ბანაობდა 1951 წელს.

წყალტუბოს რკინიგზის სადგური, სადაც მატარებლები პირდაპირ მოსკოვიდან ჩადიოდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბჭოთა მშრომელები, რომლებსაც კონსტიტუციით ჰქონდათ „დასვენების უფლება“, აღარ ავსებენ ამ დარბაზს. წყალტუბოს 22 სანატარიუმი და აბანოები დაცარიელდა.

ის, რაც სტალინის პერიოდის თეატრიდან შემორჩა.

დანგრეული სანატორიუმის გალავანზე სუროა მოდებული.

აფხაზეთის 1992-1993 წლების ომის შემდეგ ათასობით ეთნიკურ ქართველს მოუწია საკუთარი კერის მიტოვება. ბევრ მათგანს მისცეს წყალტუბოში, სახელმწიფო სანატორიუმებში ცხოვრების უფლება.

ყოფილ სანატორიუმ „მეტალურგში“, რომელიც საბჭოთა პერიოდში მეტალურგებს ემსახურებოდა, ახლა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ.

სასტუმრო „საქართველო“, რომელიც ნაწილობრივ დევნილთა ოჯახებს აქვთ დაკავებული.

2012 წელს, როცა წყალტუბოს ელეგანტური შენობები ნგრევას იწყებდა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ქალაქს ოთხ წელიწადში აქცევდა „ევროპის საუკეთესო ადგილად“. მას მერე წყალტუბომ მსოფლიო ბანკისგან მილიონობით დოლარი მიიღო საჯარო პროექტებისთვის და ინვესტიციების მიზიდვაც დაიწყო.

ქართველი წყვილი ისვენებს „ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოში“, რომელიც დღეს ქალაქის ერთადერთი მოქმედი კურორტია.

მოცეკვავე პიონერები საერთო აბანოს შუაგულში.

სტალინური პერიოდის თეატრი „ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოში“. ადრე ის საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში იყო.

„ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო“ გარემონტდა და ის 2011 წელს გაიხსნა. ახლა ის ფუნქციონირებს, როგორც კერძო საკუთრებაში მყოფი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი.

მაგრამ წყალტუბოს სანატორიუმების უდიდესი ნაწილი პოსტაპოკალიფსურ ფილმებს მოგვაგონებს.

2019 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოში აპირებს შეისყიდოს სახელმწიფო სანატორიუმები და მათში მცხოვრებ დევნილებს ახალი საცხოვრებელი სახლები აუშენოს.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოს ერთ დროს დიდებული, დღეს კი ამორტიზებული შენობების შესყიდვით მაგალითს მისცემს სხვა ინვესტორებსაც.

მიტოვებული საცურაო აუზი წყალტუბოს სანატორიუმში.

ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, წყალტუბო ფასდაკლებით გადასცეს მფლობელობაში ნებისმიერ ინვესტორს, რეკონსტრუქციის ნებისმიერ ეტაპზე.

მაგრამ ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გაჩნდა ეჭვები, რომ მილიარდერმა წყალტუბოს კომპლექსი სიმბოლურ თანხად, 1 ლარად შეიძლება შეიძინოს. კრიტიკოსების თქმით, ეს ხელში ჩაგდება უფროა, ვიდრე შესყიდვა.

წყალტუბოს კომპლექსში მცენარეებია მოდებული.

სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი იმ 15 ობიექტიდან, რომელთა შეძენას გეგმავს ივანიშვილი, ოთხს სავარაუდოდ დაანგრევენ, ვინაიდან ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. დანარჩენები მრავალ მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ფასკუნჯი წყალტუბოს სანატორიუმის შესასვლელში, სადაც დევნილთა რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ივანიშვილის პოლიტიკურმა მეტოქემ, მიხეილ სააკაშვილმა, დაგეგმილ შესყიდვაზე განაცხადა, რომ „ასეთი მასშტაბური ძარცვა არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში არც ერთი დამპყრობლის მიერ“.

მადონა მუშკუდიანი (სურათზე ის შვილიშვილთან ერთადაა), რომელიც წყალტუბოს სანატორიუმში ცხოვრობს 1990-იანებში აფხაზეთიდან გამოქცევის შემდეგ, ამბობს, რომ ის და მისი მეზობლების უმრავლესობა დადებითად უყურებენ ივანიშვილის მიერ წყალტუბოს ობიექტების შესყიდვას. მუშკუდიანის თქმით, მილიარდერი არა მხოლოდ პირობებს დებს, ის უკვე აშენებს დევნილთათვის სახლებს და ის 2021 წლისთვის გეგმავს ახალ ბინაში გადასვლას.

ძველი ორნამენტები „ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოში“.

სანატორიუმის შენობების შესყიდვის კალენდარი ბუნდოვანია, მაგრამ ნოემბერში ივანიშვილმა თქვა, რომ სამი წლის განმავლობაში შეისყიდის და გაარემონტებს სანატორიუმს და აბანოებს. და, მისი თქმით, როცა პროექტი დასრულდება, მის ხელში არცერთი სასტუმრო არ დარჩება.