კრისტალნახტის (დამსხვრეული ვიტრინების ღამის) გახსენება

Your browser doesn’t support HTML5

80 წლის წინ, 1938 წლის 9-10 ნოემბრის ღამეს, ნაცისტურმა სამხედრო დანაყოფებმა, მოქალაქეთა ნაწილთან ერთად, გერმანიასა და მის მიერ ანექსირებულ რეგიონებში მცხოვრები ებრაელები დაარბიეს. ეს ძალადობა მიჩნეულია ჰოლოკოსტის არაოფიციალურ დასაწყისად. 80 წლის წინ, კრისტალნახტისას (დამსხვრეული ვიტრინების ღამის), 91 ებრაელი მოკლეს, 30 ათასი ახალგაზრდა დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს.