კოტე ერისთავი შრომის რეფორმაზე

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ შრომის რეფორმის კანონპროექტების პაკეტს, რომლის ინიციატორია დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი, დეპუტატების ჯგუფთან ერთად. კანონპროექტების ავტორების მტკიცებით, პაკეტი მორგებულია რეალობას და იცავს ბალანსს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი,“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პროგრამის ხელმძღვანელი, კოტე ერისთავი კი ამბობს, რომ კანონპროექტები ბალანსისგან შორსაა, ბიზნეს ლობის წყალობით პირველ სამუშაო ვერსიასთან შედარებით ერთიორადაა შეთხელებული.