კორონავირუსი დაძლეულია. ძია ნოდარმა მუშაობა განაახლა
Your browser doesn’t support HTML5
ნოდარ მანჩხაშვილმა, ძაღლების ფსიქოლოგმა, მუსიკოსმა, რომელსაც, კარგა ხანია, “ძია ნოდარი” შეარქვეს, კოვიდი დაძლია, საავადმყოფოდან გამოეწერა და თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა - ძაღლების “ფსიქოთერაპიას”.
ახლა იმასაც ამბობს, რომ ჩაკეტილ გარემოში მოგზაურობაზე დაიწყო ოცნება: გაიხსნება თუ არა საზღვრები, პასპორტის ვადას გავაგრძელებ და სადმე წავალო... მანამდე კი ფიქრობს, რა შეიძლება გააკეთონ ადამიანებმა, რომლებმაც კოვიდი უკვე მოიხადეს, რა შეიძლება გააკეთონ ერთად იმათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.