5-წუთიანი ფილმების კონკურსი საგზაო უსაფრთხოების თემაზე

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში საგანგაშოდ მაღალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „გლობალური სტატუსის ანგარიშების“ თანახმად, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვალება ნაადრევი სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მე-6 ადგილზეა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, და პირველ ადგილზეა 5-29 წლის ბავშვებისა და მოზარდების ასაკობრივ კატეგორიაში.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ცვლის დაზარალებული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებას, გეგმებსა თუ ოცნებებს. რატომ ხდება ასე?

მძღოლები მართავენ აგრესიულად და დაუდევრად - მართვენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აჭარბებენ დადგენილ სიჩქარეს, მანქანის მართვის დროს აგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მართავენ დრიფტის შეჯიბრებას დასახლებულ პუნქტებში და სხვა.

გარდა დაკარგული და შეცვლილი ცხოვრებისა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული წლიური საშუალო ზარალი მშპ-ს 3%-ზე მეტს აღწევს.

ამ მოკლე ფილმების კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სოციალური შედეგების შესახებ.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტ პირებს, პროფესიონალ თუ მოყვარულ რეჟისორებს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსანტებმა უნდა გამოაგზავნონ დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ან ჰიბრიდული ჟანრის ფილმი;
  • ფილმი უნდა იყოს ან ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრით, ან ინგლისურ ენაზე ქართული სუბტიტრით;
  • ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს 5 წუთი (მინიმალური ხანგრძლივობა 1 წუთი);
  • ფილმი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე;
  • ავტორი უნდა ფლობდეს სრულ საავტორო უფლებებს ფილმსა და ფილმში გამოყენებულ მასალებზე;
  • მოთხოვნის საფუძველზე, დოკუმენტური ფილმის შემთხვევაში, ავტორმა უნდა წარმოადგინოს გმირის/გმირების ინფორმირებული წერილობითი თანხმობა ფილმში მონაწილეობაზე (საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება კონკურსის შესახებ წერილის ფორმა);
  • ავტორი უნდა ფლობდეს ფილმში გამოყენებული მუსიკის საავტორო უფლებებს;
  • ფილმის ფორმატი უნდა იყოს: მინიმუმ HD - 1920x1080, mp4.

რა კრიტერიუმებს გაითვალისწინებენ შეფასებისას? ​ ​

  • ფილმის იდეა და ამბავი
  • თემის ჩვენების კუთხე და თემასთან შესაბამისობა
  • ვიზუალური მიდგომა და ფორმა
  • ტექნიკური ხარისხი (ხმა და გამოსახულება)

როგორ უნდა დავრეგისტრირდე?

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს.

გთხოვთ, წაიკითხოთ დეტალური წესები კონკურსის შესახებ. აპლიკაციის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წესებს.

როგორ გამოვაგზავნოთ ფილმი? ​ ​

დასრულებული ფილმი ატვირთეთ Youtube-ზე ან Vimeo-ზე (Unlisted დახურული ფორმით);

დარეგისტრირებისას ფილმის დახურული ბმული უნდა მიუთითოთ სააპლიკაციო ფორმის მითითებულ ველში;

სათაურში ჩაწერეთ: 5-წუთიანი ფილმი საგზაო უსაფრთხოების თემაზე

როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა? ​ ​

ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 მაისი, 2023 წელი.

რამდენია საპრიზო ფონდი? ​ ​

პირველი ადგილი - 4 000 ევრო;

მეორე ადგილი - 2 000 ევრო.

ვინ შეარჩევს და შეაფასებს ფილმებს? ​ ​

მეორე ეტაპზე გადასულ ფილმებს გამოავლენს ჟიური.

მეორე ეტაპზე გადასული ფილმები გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების ვებგვერდსა და სოციალური მედიის არხებზე.

კინოჩვენებასა და გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეული იქნება კონკურსის ყველა მონაწილე, სადაც გამოცხადდებიან კონკურსის გამარჯვებულები.

ორ გამარჯვებულ ფილმს გამოავლენს ჟიური.

კონკურსის დასრულებამდე ფილმის სხვაგან გამოქვეყნება დაუშვებელია.

ჟიურის შემადგენლობა:

  • ნინო ორჯონიკიძე - დოკუმენტალისტი;
  • ქეთი მაჭავარიანი - კინორეჟისორი;
  • რატი ონელი - კინორეჟისორი;
  • ბლაზეი გრჟეჩნიკი - კინორეჟისორი;
  • ეკა ლალიაშვილი - გზების უსაფრთხოების ექსპერტი;
  • საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი.

ორგანიზატორი:

პოლონეთის განვითარების ფონდების და რეგიონული პოლიტიკის სამინისტრო ​ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“, „რადიო თავისუფლებასთან“ თანამშრომლობით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: iamakharashvili@yahoo.com

სააპლიკაციო ფორმა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ კონტრაქტორი და შესაძლებლეია რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.