კომენდანტის საათი თბილისში

Your browser doesn’t support HTML5

31 მარტის 21 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდა. მოქალაქეებს დილის 6 საათამდე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. აკრძალვა ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისია პოლიცია და საშვის მქონე პირები. წესების დამრღვევი რამდენიმე მოქალაქე უკვე დააჯარიმეს. კომენდანტის საათი საგანგებო მდგომარეობის ვადით 21 აპრილამდე მოქმედებს.