სუფრა და თამადა რომ ჩვენი ცივილიზაციის უდიდესი მიღწევაა, ამაზე ყველა თანხმდება მესამე ჭიქის შემდეგ. კოსმოსური ხომალდი Voyager2-იც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ ქართული სუფრის მშვენება „ჩაკრულო“ არამიწიერ ცივილიზაციებამდე მიეტანა. ჯიმიმ და ნიკომ არ დაიზარეს და სახელდახელოდ ჩამოთვალეს ისეთი ჯიგრული რაღაცები, რომლებიც კოსმოსურ ხომალდებს უკან მოიტოვებდნენ.