კეცის მთლელი გურიიდან
Your browser doesn’t support HTML5
ავთო სიხარულიძე 10 წლისა იყო, მამამ კლდიდან კეცის „გამოღება“ და მერე მისი გამოთლა რომ ასწავლა. მას მერე ბევრი წელი გავიდა - ბავშვობაში ნასწავლი ხელობა ავთომ 30 წლის წინ ისევ გაიხსენა, როცა სამსახური და შემოსავლის წყარო გაქრა.
დღეს ის 70 წლისაა, ისევ გურიაში, თავის სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობს და კუთხეში ერთადერთია, ვინც ძველებური მეთოდით ქვის კეცებს თლის. ეს მისი „პურის ფულიცაა“ და ტრადიციის გადარჩენის მცდელობაც.
ყოველდღე, უდაბნოს მთის აღმართს შეუყვება ხოლმე და კლდეზე კაკუნს იწყებს - დღეს ესაა მისი სამსახური. მისი გურული კეცები კი მსოფლიოში "მოგზაურობენ" - ბოლოს ამერიკაში გაგზავნა.
თუ ვინმეს არ ვასწავლე, ეს ხელობაც გაქრებაო, დარდობს ავთო სიხარულიძე და იმ დღეზე ოცნებობს, მის ჭიშკარს მხოლოდ კეცის მყიდველი კი არა, ხელობის სწავლის მოსურნე ახალგაზრდა რომ მიადგება.