კახას ძაღლების სკოლა, დრამი და სწრაფი მანქანები

Your browser doesn’t support HTML5

ძაღლები ბავშვობიდან უყვარდა და სახლში ჰყავდა კიდეც, მაგრამ კახა კვირიკაშვილმა მათთვის სკოლის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა თავად საქართველოში ქცევის ისეთი სპეციალისტი ვერ იპოვა, როგორსაც იუთუბარხებზე უყურებდა და მოსწონდა ხოლმე. ამიტომ ჯერ ეს საქმე თავად ისწავლა და ახლა სხვებსაც ასწავლის.

კახას სკოლაში, ძაღლების პატრონები თავიანთ მეგობარ შინაურ ცხოველებთან მოქცევას სწავლობენ, იქ თავად ძაღლებსაც წვრთნიან მათივე და სხვების უსაფრთხოებისთვის.

ძაღლების ქცევის სპეციალისტობის გარდა, კახა დრამერი და მუსიკის მასწავლებელიცაა, ასევე, არსიჰობით და ოფროუდით გატაცებული. შესაბამისად, ძაღლების, მუსიკის, მანქანების, ექსტრემის, სისწრაფის, სიახლის, მრავალფეროვნების მოყვარული: ყველაფერი მაინც ვერ ჩამოვთვალე, რაც მას უყვარს და აინტერესებს, რისი კეთება და უკეთესობისკენ შეცვლაც სურს ამ ქვეყანაში - ამ ვიდეოშიც მისი მოუსვენარი ცხოვრების მხოლოდ ნაწილი მოხვდა.