საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, კახა ბასილია, უკრაინაში მოქმედი მოხალისეთა საერთაშორისო დანაყოფის „ქართული ლეგიონის“ შედარებით ახალი წევრია. ცნობილი სპორტსმენი და თადარიგის ქართველი პოლკოვნიკი უკრაინაში ლეგიონის სპორტულ განყოფილებას ხელმძღვანელობს და მონაწილეობას იღებს რეზერვისტებისა და რეკრუტების გადამზადების იმ პროგრამაში, რომელიც თავდაცვის სხვა ელემენტების გარდა, პარტიზანული ბრძოლის წარმოების შესწავლასაც ითვალისწინებს. უკრაინაში მყოფ კახა ბასილიას რადიო თავისუფლება სკაიპის საშუალებით დაუკავშირდა
კახა ბასილია: რუსეთისთვის ეს პარტიზანული ომი იქნება იმდენად დამღუპველი, რომ თვითონაც ვერ წარმოუდგენიათ
Your browser doesn’t support HTML5