კანში რიგით 72-ე კინოფესტივალი გაიხსნა

Your browser doesn’t support HTML5

კანში რიგით 72-ე კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი 14-დან 25 მაისის ჩათვლით გასტანს. მთავარი პრიზისთვის, ოქროს პალმის რტოსთვის 19 ფილმი იბრძოლებს. კინოფესტივალი გახსნა რეჟისორ ჯიმ ჯარმუშის ფილმმა „მკვდრები არ კვდებიან“. კანის კინოფესტივალზე გაიმართება ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის “Then We Danced”-ის პრემიერა. ფილმის რეჟისორია ლევან აკინი.