„კანონი და სამართალი“ - ახალი ოპოზიციური გაერთიანება თაკო ჩარკვიანის თაოსნობით
Your browser doesn’t support HTML5
„კანონი და სამართალი“ ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც თაკო ჩარკვიანი უხელმძღვანელებს. პოლიტიკური გაერთიანება 10 მარტს დაფუძნდა. პარტიის მიზანია სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფოს განმტკიცება. თაკო ჩარკვიანი განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მისიაა ასევე ქვეყანაში არსებული კორუფციის დამარცხება. ახალი პოლიტიკური გაერთიანების ყრილობას დაესწრნენ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრები. ისინი აცხადებენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ახლად შექმნილ ოპოზიციურ გაერთიანებასთან და ერთიანი ძალებით შეეცდებიან ხელისუფლების შეცვლას.