იცი რატომ მომკლეს? - ვიტალი საფაროვის შეკითხვა დეპუტატებს
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი დღეს მიიღებს წერილს, რომელშიც ერთადერთი კითხვაა - იცით რატომ მომკლეს? ამ კითხვას მათ ვიტალი საფაროვი უსვამს - 25 წლის უფლებადამცველი, რომელიც ერთი წლის წინ, თბილისის ცენტრში, სავარაუდოდ, ეთნიკურ ნიადაგზე მოკლეს.
სასამართლომ საფაროვის მკვლელები გაასამართლა ჯგუფურად, განზრახ ჩადენილი და არა ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობისათვის და მათ 15-15 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
წერილი და ულტრა მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან საქართველოში არსებულ საფრთხეებზე ჩატარებული გამოკვლევა ხელისუფლებას ვიტალის მეგობარმა და კოლეგამ, "ჩართულობისა და განვითარების" ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარჯანიშვილმა მიუტანა.