გარემოს დამცველი კახა სუხიტაშვილი აღწერს მცენარეებს, რომლებიც კახეთში უკვე ძალიან ცოტაღა დარჩა. ბევრი მათგანი კახეთის ენდემია, ზოგი კი - კავკასიის ენდემი. კახა სუხიტაშვილი ამბობს, რომ მცენარეებთან დაკავშირებით აკადემიური მასალა ძალიან ცოტაა, ამასთან ცოტა მცენარეა შეტანილი წითელ წიგნში. მაგალითად, ამ ყვავილებიდან გადაშენების პირას მყოფის სტატუსი მხოლოდ გარეჯის სალბს აქვს. კახა სუხიტაშვილის თქმით, მცენარეების უნიკალურობის შესახებ ბევრმა არ იცის და შესაბამისად, არც უფრთხილდება.