იუსტიციის სახლთან უცხოელებზე მიწების გასხვისების წინააღმდეგ აქცია დაიწყო
Your browser doesn’t support HTML5
იუსტიციის სახლთან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა შენობის ორი შესასვლელი გადაკეტეს. საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.