ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე სამი თვეღაა დარჩენილი. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა ფრანკფურტის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი. ის საქართველოს სტუმრობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის - Guests of Honour Get Together-ის ფარგლებში.
25 ივნისს იურგენ ბოსი იყო მოდერატორი შეხვედრისა, რომელიც გაიმართა ცნობილ ფრანგ მწერალ მიშულ უელბეკსა და მის მკითხველებს შორის. იურგენ ბოსი რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობასა და უცხოეთში ქართველი მწერლების პოპულარიზაციაზე.
Your browser doesn’t support HTML5
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 10-14 ოქტომბერს გაიმართება, უცხოეთში გამოცემული რამდენიმე ასეული ქართული წიგნი გამოიფინება - მათ შორის, 300 უახლესი თარგმანი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი წიგნი, 70, გერმანულ ენაზე ითარგმნა. ჯამში, ქართული ლიტერატურა ითარგმნა 35 ენაზე. ბაზრობის კვირეულზე ქართულ ლიტერატურას 50 ავტორი წარადგენს.