ისმაილ კადარე — პირველი საერთაშორისო ბუკერის მფლობელი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრუკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს ბუკერის საერთაშორისო პრემიაზე და ამ პრემიის პირველ მფლობელზე, თანამედროვე ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მწერალზე, ალბანელ ისმაილ კადარეზე. დიდი ბრიტანეთის მთავარი ლიტერატურული პრემია, როგორც ცნობილია, მთელი ინგლისურენოვანი სამყაროს მთავარი პრემია გახლავთ, ხოლო 2005 წლიდან ჯერ ორ წელიწადში ერთხელ და 2016 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა საერთაშორისო ბუკერი ინგლისურ ენაზე თარგმნილ და დიდ ბრიტანეთში გამოცემული წიგნისათვის. პირველი პრემიის გაცემას წინ დიდი ვნებათაღელვა უძღოდა — ჯილდოსთვის რამდენიმე სხვა მწერალთან ერთად ჯონ აპდაიკი, ფილიპ როთი, მილან კუნდერა და გაბრიელ გარსია მარკესი იბრძოდნენ, გამარჯვება კი ისმაილ კადარეს დარჩა. ონვერ ხოჯას თანამოქალაქე და მისი სასტიკი რეჟიმის პირობებში მოღვაწე კადარე — პოეტი, დრამატურგი, ჟურნალისტი და რომანისტი ლიტერატურულმა მსოფლიომ საფრანგეთის დახმარებით გაიცნო. სწორედ იქ ითარგმნა მისი პირველი წიგნები და სწორედ საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში მწერალი 1990 წელს. რითი „აჯობა“ კადარემ მეოცე საუკუნის მწერლობის გიგანტებს, რა ხდება ალბანეთს ზეგანზე, რაზე მოგვითხრობს მწერლის შედევრი „გახლეჩილი აპრილი“, რომლის მშვენიერი თარგმანი ახლახან გამოიცა ქართულად, — ყვლაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.