2013 წლის 17 მაისიდან 10 წელი გავიდა - ამ დღეს, როცა ლგბტქ ადამიანები და მათი გულშემატკივრები ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო მსოფლიო დღის აღნიშვნას გეგმავდნენ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა კონტრაქციის ათასობით მონაწილემ, მათ შორის, სამღვდელოების წევრებმა, მათ შეკრების უფლება არ მისცეს და აქციის მცირერიცხოვან მონაწილეებზე იძალადეს.
მაგდა კალანდაძე ერთ-ერთია, ვინც თავის ქვიარ მეგობრებთან ერთად იმ ყვითელ ავტობუსში აღმოჩნდა, რომელსაც კონტრაქციის მონაწილეები ესხმოდნენ თავს, შიგნით შეღწევას ცდილობდნენ და ფანჯრებს ლეწავდნენ.
ათი წლის შემდეგ, აქტივიზმიდან წამოსული მაგდა იხსენებს იმ დღეს, მომდევნო 17 მაისებს, გვიყვება იმაზე, თუ სად წაიყვანა იმ ყვითელმა ავტობუსმა მისი ცხოვრება და რატომ გადაწყვიტა, რომ იმ ბრძოლას ჩამოშორებოდა.