28 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირმა პავლიაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა წინასაარჩევნო მონიტორინგზე, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესსა და საარჩევნო სისტემაზე პოლიტიკური გავლენების საფრთხეზე. ირმა პავლიაშვილმა განმარტა ის შეუთანხმებლობა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნებზე დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის წარმოიშვა. ირმა პავლიაშვილი თვლის, რომ წინასაარჩევნო რეგულაციები უნდა ვრცელდებოდეს სოციალურ მედიაშიც, როგორც გავლენის მქონე მედიუმსა და ერთ-ერთ საჯარო სივრცეში. საუბრის დასაწყისში ირმა პავლიაშვილი შეეხო 27 აგვისტოს "ძალა ერთობაშია"-ს მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს და აღნიშნა, რომ იმ კითხვებზე პასუხების მისაღებად, რასაც ეს ჩანაწერი აჩენს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია მისი ავთენტურობის დადგენა.
Your browser doesn’t support HTML5