ირინას და მევლუდის ბრინჯაო ავტორბოლაში

Your browser doesn’t support HTML5

ყოფილმა მოდელმა ირინა ონაშვილმა და ავტომრბოლელმა მევლუდ მელაძემ, მარსელში გამართულ FIA Motorsport Games-ის ავტო სლალომში ისტორიული, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ავტორბოლა 26-30 ოქტომბერს, პოლ რიკარისა და ლე კასტელეს სარბოლო ტრასებზე გაიმართა. მსოფლიო საავტომობილო თამაშები, ეს არის ყველაზე მაღალი რანგის ტურნირი, რომელსაც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია ატარებს და შეჯიბრი საავტომობილო სპორტის ყველა სახეობას აერთიანებს.