„შინ-უცხოეთში“ - თავის სახლსა და ქალაქში, ლუქსემბურგში, რომელიც მას თბილისს აგონებს, მხატვარ ირინა გაბიანს, მის ოჯახს, ვეწვიეთ მე და ოპერატორი, ილია სამურგანიდი, და მასზე მცირე ფილმი გადავიღეთ 2018 წლის ნოემბერში.
სახელოვნებო - კონცეპტუალური მრწამსი მხატვარს არ შეუცვლია, მაგრამ ომი დაიწყო უკრაინაში, იტალიაში სასწავლად გადასახლდა ერთადერთი ქალიშვილი - მომღერალი, მეცო-სოპრანო ნიკოლი. ეს ადამიანზე და ხელოვანზე ალბათ მოქმედებს.
ამ მოქმედებაზე, სიახლეებზე გიამბობთ პოდკასტის ახალ ეპიზოდში ირინა გაბიანის შესახებ.